პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”

თუ ვინმე დღეს მიმტაცებელი, უზურპატორი და კონსტიტუციის დამამხობელია, ა – ქართველი ხალხი დღეს აქ იმისთვის მოდის, რომ უკან დაიბრუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა.
მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა გათელა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა“.
„საქართველოს კონსტიტუცია იწყება სიტყვებით – „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა”. ბიძინა ივანიშვილმა გათელა ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა და მართავდეს ხალხი. თუ ვინმე დღეს მიმტაცებელი, უზურპატორი და კონსტიტუციის დამამხობელია, ბიძინა ივანიშვილია. ქართველი ხალხი დღეს აქ იმისთვის მოდის, რომ უკან დაიბრუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება. ხალხს ამისი უფლება აქვს. მარტივი კითხვა დავსვათ – ვინ არის ხელისუფლების წყარო – ხალხი თუ ბიძინა? რა თქმა უნდა, ხალხი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე და განაცხადა, რომ ის „არასერიოზულად გამოიყურება“.
„გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”. პრობლემა ახლა ის არის რომელიმე საარჩევნო უბანზე ვიღაც რომ არ შედის თუ მთელი ძალაუფლება უზურპირებული რომ არის და მარტო თვითმმართველობა კი არა მთელი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ უკან. მთავარია დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი იყოს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ