პაატა მანჯგალაძე – ბორელი გვეუბნება, რომ ხელისუფლებას ისეთი ანტიევროპული კურსი აქვს არჩეული, ჩვენ ევროკავშირში პერსპექტივა არ გვაქვს – დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე მოგვცემენ შანსს და სავიზო რეჟიმის გადახედვა არ მოხდება

ბორელის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდება, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, მ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, “თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება”.
„ბორელი თავისი განცხადებით გვეუბნება, რომ ხელისუფლებას ისეთ ანტიევროპული კურსი აქვს არჩეული, რომ ჩვენ ევროკავშირში არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს. ბორელის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ ეს კურსი შენარჩუნდება, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შანსი გვაქვს საქართველო დაჩქარებული წესით დაიწყოს მოლაპარაკებები“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
დეპუტატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე მისცემენ შანს და მანამდე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გადაიხედება.
მისივე მოსაზრებით, ხელისუფლებამ, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, თავადაც უნდა დაუწესდეს სანქცია.
„დღეს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება, არის გამაფრთხილებელი ზომები და თუკი რეჟიმი არ შეიცვლება, მოვა მოქმედებაში. საუბარია სავიზო აკრძალვებზე. საუბარია უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსის გადახედვაზე და ასევე, ფინანსურ შეზღუდვებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე მოგვცემენ შანსს და არც სავიზო რეჟიმის გადახედვა მოხდება და არც სახვა სანქციები, მაგრამ ის ხალხი, რომლებმაც საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, მათაც უნდა დაუწესდეს სანქცია. თუ მთელ საქართველოს ხელს უშლიან ევროკავშირთან ურთიერთობას, მაშინ თვითონაც უნდა შეეზღუდოთ ევროკავშირში გადაადგილება“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სანქციების დაწესებით ხელისუფლება უკან არ დაიხევს.
„რეჟიმი უკან არ დაიხევს. ქონება და ხალხის ძარცვა იმიტომ სჭირდებათ, რომ შემდეგ ბიჭებმა ევროპაში „იგულაონ“. ერთია ცხოვრობდე სიცრუეში და მეორე, როცა საკუთარ შვილებს ატყუებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც პრემია გადმოგიგდოს. მგონია, რომ საკუთარი თავი გაწირეს, მაგრამ შვილებს არ გაწირავენ იმ ტყუილისთვის, რომ დასავლეთი არის მტერი, მეგობარი. ახლა ხელისუფლებაში კომუნისტები, რომ ყოფილიყვნენ, ამ უბედურებას არ გააკეთებდნენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.