პაატა მანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილი არავის ენდობა, ერთგულად კი მხოლოდ იმ ადამიანებს მიიჩნევს, ვისზეც კომპრომატს ფლობს

ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის თვითგადარჩენის რეჟიმში. ეს არის ფაქტი. ისინი ამაზე ღელავენ, თუმცა ღიად არ ლაპარაკობენ. ისინი თავიდან აცხადებდნენ, რომ სანქციები მათთვის ჯილდო იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს არის მათთვის დამიზნებული ზარბაზნები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, არავის ენდობა, ერთგულად კი მხოლოდ იმ ადამიანებს მიიჩნევს, ვისზეც კომპრომატს ფლობს. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ სულ უფრო ნაკლები ღირებულების მქონე ადამიანები დარჩებიან.
„ავტოკრატიაში რაც უფრო მეტად ებრძვის რეჟიმი ხალხს, მით უფრო დაბალი მორალის ადამიანები რჩებიან რეჟიმის ირგვლივ. რაც უფრო გავა დრო, მით უფრო ნაკლები ღირებულებების მქონე ადამიანებს დანიშნავენ და დააწინაურებენ თანამდებობაზე. ბიძინა ივანიშვილისთვის ერთგულების ცნება არ არსებობა. მისთვის ერთგული არის ადამიანი, ვისზეც ფლობს კომპრომატს და ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია.
ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან არის სრულ კონფლიქტში. დაყადაღებული აქვს ფინანსური ანგარიშები, პრობლემები აქვს ამერიკასთან და ევროპასთან. ამ ფონზე თუ ის ისეთი ბრიყვია, რომ იყოს მისთვის დასაყრდენი და მას მ „აახია“ გავლენები, გამოდის, რომ ის ძალიან დაუცველია და ისევ ჩვენი დასაცავი გახდება,“ – განაცხადა მან.
პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდა და გაცილებით უფრო სარწმუნოდ მიაჩნია ივანიშვილის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის ცდილობს ცუდი საქმეები ს გააკეთებინოს და შემდეგ პოლიტიკას ჩამოაშოროს.
„არ არის გამორიცხული მეორე ვარიანტიც. ივანიშვილი ცდილობს ცუდი საქმეები ბოლომდე მიაყვანინოს კობახიძეს და მერე დარესტარტდეს დასავლეთთან ურთიერთობა. შეიძლება ასე შეეცადოს ის სიტუაციიდან გამოსვლას. „ქართული ოცნების“ რეჟიმს აქვს სერიოზული პრობლემები. ასეთი დაბალი რანგის და დონის ურთიერთობა საქართველოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასოდეს ჰქონია. აქ ჩამოდიოდნენ -ის პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები. ამ ხარისხის ურთიერთობა გვქონდა აშშ-სთან,“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოს ახლა სჭირდება მშვიდობა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ იქნება გამყარებული. „ქართლი ოცნების“ მშვიდობა არის მხოლოდ „ლაპარაკით მშვიდობა“.
„როცა ქვეყანაში არის ავტოკრატია, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია, ასეთ დროს მხოლოდ პარტიული პოლიტიკით მისი დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ ერთმანეთთან კინკლაობის ნაცვლად საჭიროა რესურსების გაერთიანება.
„ქართლი ოცნების“ მშვიდობა არის მხოლოდ ლაპარაკით მშვიდობა. ის არაფერს ემყარება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომელიც გამყარებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ. როგორ შეიძლება ყაველაშვილის მთავარსარდლობის იმედად მშვიდობა მოიპოვოს ქვეყანამ?
ნუ გვგონია, რომ ავტოკრატია არის მხოლოდ სამხედრო ფორმიანი პირები და ტანკებით სირბილი. ავტოკრატია დღეს არის დაფუძნებული ტექნოლოგიებზე, გვაკონტროლებენ ყოველდღე და ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ქვეყანას,“ – განაცხადა მან.