– ბიძინა ივანიშვილისთვის კორუფცია არ არის დანაშაული – მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და მას ნაკლებს მიუტან

ბიძინა ივანიშვილთან კორუფცია ყოველთვის მმართველობის ფორმა იყო – მისთვის და მისი მაფიოზური ტვინისთვის კორუფცია არ არის დანაშაული – მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და ნაკლებს მიუტან ივანიშვილს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა ჭამა გრძელდება, რაც კრიზისის ნიშანია.“
„ივანიშვილთან კორუფცია ყოველთვის მმართველობის ფორმა იყო. ამ კორუფციაზე გარიგება იყო ივანიშვილთან და მის მსახურებთან, რომ ცოტა შენ მოიპარე და დანარჩენი ჩემთან მოიტანეო. ივანიშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ ხალხმა მეტი თვითონ წაიღო და ცოტა ბიძინა ივანიშვილს მიუტანეს – ამაზე წუხს და ამის გამო დაერივნენ ერთმანეთს. ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მაფიოზური ტვინისთვის კორუფცია არ არის დანაშაული – მისთვის დანაშაულია თუ მეტს შენთვის წაიღებ და ნაკლებს მიუტან ივანიშვილს.
შიდა ჭამა გრძელდება, ეს არის კრიზისის ნიშანი. ისინი ჭამენ და დაერივნენ ერთმანეთს, რადგან ბიძინამ იცის, რომ ვინც მისი გუნდის წევრებისგან ფული იშოვა, არცერთს სანქციები და არ უნდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე