პაატა მანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ გაჭრილი „კოზირი“ – დასრულებულია „ქართული ოცნება“

ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ გაჭრილი „კოზირი“, ამას არავინ ჭამს – დასრულებულია „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, ს პოლიტიკაში დაბრუნების პროგნოზირება ძნელია.
„ქართულმა ოცნებამ” რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს უკან ბიძინა ივანიშვილი, ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების” გაჭრილი „კოზირი“, ამას არავინ არ ჭამს, დასრულებულია „ქართული ოცნება”. ხალხმა ირწმუნა იმის, რომ ევროპა აქვეა და ამ გზაზე მათ ვერავინ შეაჩერებს – ვერც პოლიტსაბჭოს შიგნით ძალების გადანაწილება-გადმონაწილება და ვერც უკვე გაჭრილი „კოზირის“, ბიძინა ივანიშვილის კვლავ დაბრუნების შესაძლებლობა.
რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა – ამის პროგნოზირება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ეს არის უფრო ვარსკვლავთმრიცხველობა, რომ გამოთვალო რა ფეხზე გაიღვიძა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ის, რომ “ქართულ ოცნებაში” არის კრიზისი, ეს არის ფაქტი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს