პაატა მანჯგალაძე – არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა თანამდებობების განაწილებით უნდა ვიყოთ დაკავებული – რატომ ჩქარობს პრეზიდენტი აბსოლუტურად გაუგებარია

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ჩვენ თანამდებობების განაწილებით უნდა ვიყოთ დაკავებული – რატომ ჩქარობს პრეზიდენტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებამდე თანამდებობების განაწილება არასერიოზულია.
„ქარტიაში წერია, რომ არჩევნებში მონაწილე პროდასავლური ძალები თანხმდებიან, რომ კოალიციურ რეჟიმში, პრეზიდენტთან ერთად მთავრობას [აირჩევენ]. არჩევნებამდე ცოცხალი დათვის ტყავის განაწილება, თანამდებობების განაწილება ჯერ არ გამოცხადებული შედეგების პირობებში რამდენად სერიოზულია, ეს საკითხი? თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ეს საკითხი ეხმარება არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ინტერესებს, მე ვიფიქრებდი ამაზე, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ჩვენ თანამდებობების განაწილებით უნდა ვიყოთ დაკავებული. კარდაკარ დავდივარ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერ გუნდთან ერთად და ხალხს ვეუბნებით, რომ ეს არის რეფერენდუმი, თუ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება. ეს არის რეფერენდუმი, ტექნიკური მთავრობა გვინდა თუ არა? ასეთი საკითხი არ დგას. რატომ ჩქარობს პრეზიდენტი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
მე ახლა გურიაში ვარ, ოზურგეთში. ხალხი ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება“ გავუშვათ, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა ევროპა, ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია გურიაში, ვინც ითხოვს, რომ ჩვენ გვინდა ს მიერ დასახელებული ტექნიკურიო მთავრობა. პირდაპირ გეუბნებით, არასერიოზულიც კი მგონია არჩევნებამდე რაღაც პოზიციების განაწილება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ