პაატა მანჯგალაძე – არ გამოვრიცხავთ არც ქუჩას, არც პროტესტს, მაგრამ ორიენტირებულები ვართ შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს არა სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში შევეჯიბროთ

ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ქუჩას, არც პროტესტს, მაგრამ ამ წუთას ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ არა სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ხალხს ხელოვნურად ქუჩაში ვერავინ გამოიყვანს.
„ხალხმა ძალიან კარგად იცის, როდის გამოვიდეს ქუჩაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ქუჩას, არც პროტესტს, მაგრამ ამ წუთას ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი პოზიტიური დღის წესრიგი, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ არა ვთქვათ, სიძულვილის ენაში და ტალახის სროლაში, არამედ საქმის კეთებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში და საქართველოს აღმშენებლობაში. იქნება მცდელობა, რომ მარჯვნივ-მარცხნივ გადაგვახვევინონ, მაგრამ ჩვენ ამ ხაზიდან არ გადავალთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გამსხვილება აუცილებელია და პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუკი პროცესში პრეზიდენტი ჩაერთვება.
„ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციურად განწყობილი საპროტესტო ხმები. ჩვენ გვაქვს 2016 წლის ძალიან ცუდი მაგალითი, როდესაც 20% ხმების მაღალი ბარიერიდან გამომდინარე არ გადავიდა ხმებში და ეს ხმები წაიღო შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“. ეს რომ არ მოხდეს გამსხვილება აუცილებელია. თუ პრეზიდენტიც ჩაერთვება ამ პროცესში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვართ, ოპოზიცია ჯამში ვართ მეტი. ახლა აუცილებელია, რომ არ დაიქსაქსოს ხმები და არ დარჩეს ბარიერის მიღმა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ