პაატა მანჯგალაძე – არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო

„ქართული ოცნება“ სერიოზულ ხიფათად და სირცხვილად იქცა საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო.
„თუნდაც ის, რომ თავს იწონებდა ირანში დემოკრატიის მტერ და რამდენიმე ტერორისტად გამოცხადებულ ლიდერთან ერთად, არის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან რაც სულ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში და სიღარიბეში საქართველოს. თუმცა, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ