პაატა მანჯგალაძე: არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც სადღაც იმალება და ჩირგვებში მირბის. არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა

არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, მ.

მანჯგალაძემ სასამართლოს უთხრა, რომ ძალაუფლება უზურპირებულია და ცვლილება გარდაუვალი.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძესთან გადაღებული ფოტო “ორგანიზებული ჯგუფის” იარლიყს ვერ მიაწებებს ვერცერთ დაკავებულს – “სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ…”

“ხშირადაა ისტორია დამარცხებული გმირების ისტორია, მაგრამ არავინ გაბედოს ამ ადამიანებზე მოღალატეების წოდება” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვიდგას. არცერთ ნაწილში არ ვეთანხმები ბრალს. მე კონსტიტუციონალისტი ვარ, ვიცი რა ფარგლებში ვმოქმედებდი და ვმოქმედებ. ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება. ამაზე მეტი არაფერი მითქვამს და არ ვამბობ.

ეს ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ზოგთან ერთად ვსწავლობდი, ზოგთან ერთად პარლამენტში ვიჯექი. ძალიან კარგად მიცნობენ. გარდა მშვიდობიანობისა, სხვა მიზანი არ მქონია. მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც სადღაც იმალება და ჩირგვებში მირბის. არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა. არავინ დაიჯერებს იმას, რასაც ამბობენ, ვინც გვიცნობს. ვინც არ გვიცნობს, ვეტყვი, არცერთი ადამიანი არ გამოსულა პირადი და თანამდებობრივი მიზნებით.

გგონიათ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები, დროშაშემოხვეულები რომ მოდიან, სპეცრაზმს ვერ მოერევიან? სურათის გადაღების გარდა, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა, ორგანიზებული ჯგუფიო. სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ…

ხშირადაა ისტორია დამარცხებული გმირების ისტორია. მაგრამ არავინ გაბედოს ამ ადამიანებზე მოღალატეების წოდება. გაიგოს ჩვენმა ხალხმა სიმართლის ხმა. „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაფრის უფლება. სხვას არავის არაფრის. ჩვენ რატომ ვმარცხდებით? ქრისტიანულ საწყისებზე გაზრდილი. ჩვენ ზიზღი არ გვმართავს. მოწინააღმდეგე ყველაფერზე წამსვლელია. ჩვენი მოტივაცია არ არის განადგურება. მოტივაცია არის, ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. კონსტიტუცია ხალხით იწყება. აქციაზე ათი ათასობით მოქალაქე იყო. არ აქვთ უფლება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ამ ქვეყნის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას? ამოჭრით ამ ხალხს?

გგონიათ ვინმე ლიდერმა გამოიყვანა ეს ხალხი? სამშობლოს სიყვარულმა გამოიყვანა.

ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, მხარს ვუჭერ აქციას, არ ვარ ორგანიზატორი. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, არავინ არსად გავრბივართ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება 6 ოქტომბერს წარუდგინა.

ბურჭულაძეს, ზოდელავასა და ნადირაძეს ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ.

პაატა მანჯგალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხოლო ლაშა ბერიძეს – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა