– ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი – კიდევ უფრო მეტი

ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა – დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი – კიდევ უფრო მეტი“.
“სისულელეა “დიფ სთეითზე” და გლობალური ძალების შეთქმულებაზე „ქოცების“ ბოდვა. სინამდვილეში ეს გამოგონილი, აბსტრაქტული მტერია, რომელსაც ყველა ავტოკრატი იყენებს ერთი და იმავე სქემით, კერძოდ ქმნის წარმოსახვით მტერს და თავს წარმოაჩენს ამ საფრთხისგან ერის გადამრჩენად მაშინ, როცა რეალურად ახდენს ძალაუფლების უზურპაციას, ძარცვავს და ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.
ამის მაგალითებია ვენესუელაში -“ამერიკული იმპერიალიზმი”, რუსეთში – “დასავლური ლიბერალიზმი”, ბელარუსში – “ნატოს საფრთხე”, ირანში კი მმართველები მუდმივად საუბრობენ “სიონისტებზე”. ყველა შემდგარმა, წარმატებულმა სახელმწიფომ გაიარა თავისუფლებისკენ ეს გზა. ახლა ჯერი ჩვენზეა – დროა, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ბოროტ რეჟიმს და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი ცივილიზებულ ერთა შორის. და ბოლოს, ავტოკრატებსა და დიქტატორებს ბევრი საერთო აქვთ, „ქოცებსა“ და რუსებს კი – კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს