პაატა მანჯგალაძე – აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო – ყველანი რუსთაველზე, 4 ოქტომბერს!

აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო. ეს აღარ არის სახუმარო, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, , ს მიერ -ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილს.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა.
„აბსურდის პიკი, ივანიშვილის სათამაშო ყაველაშვილი ტრამპს ეუბნება, მე სუვერენული ვარ, ხოლო შენ ტრამპო, „დიპ სთეითის“ მონაო. ეს აღარ არის სახუმარო.
წერილს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გაუგზავნა ივანიშვილს, ივანიშვილი დაემალა. ახლა თავისი თოჯინათი ცდილობს საქმე გაურჩიოს აშშ-ს. ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, შესაბამისად არც საქართველო ყოფილა ასე შერცხვენილი და დაუცველი. რა ყაველაშვილმა ტრამპს მისწერა, ეს აბსურდი მალე უნდა დავასრულოთ. ამიტომ, ყველანი რუსთაველზე 4 ოქტომბერს!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ყაველაშვილის თქმით, პირადად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“, – წერს ღია წერილში ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ