პაატა კვიჟინაძე: …ამიტომ მაგნაირი არაფერი არ არის. რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება

“ეს ოფშორები არ არის ის ოფშორები, რომელიც იყო 30 წლის წინ. იგივე ამერიკამ, ევროპამ ძალიან შეავიწროვეს და ოფშორებიდან ყველა ინფორმაციის მიღება შეიძლება. თუ, მაგალითად ფინანსთა სამინისტრო შეკითხვას აგზავნის, მოდის ყველაფერი. კერძოდ, ვისი დაფუძნებულია, მის უკან ვინ დგას და ა.შ. ამიტომ მაგნაირი არაფერი არ არის. რაც შეეხება ფულს, ფულს საერთოდ არ ეხება. გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, რომ ასეთი კომპანია 3200-ია. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ საქმე ეხება იმას, რომ თუ ფიზიკურ პირს კომპანია ოფშორში აქვს და იქიდან საქართველოში კომპანიას ფლობს, ეს ოფშორი აღარ უნდა და საქართველოში უნდა გადმოსვლა, ერთჯერადად ვპატიობთ გადმოსვლის მომენტს” – “ოცნების” დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე.