პაატა ზაქარეიშვილი – ტრამპს ეგონა, მარტივი იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მზად მის სურვილებს ბრმად დაემორჩილონ – მისი უცნაური ქცევების ერთადერთი პლუსი არის ის, რომ ევროპა უფრო ძლიერი გახდება

ხვალ გამოიკვეთება პირველი კონტაქტები რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის. გამოჩნდება რაზე დათანხმდება და სად იქნება პრინციპული, რა იქნება ამერიკის დელეგაციისთვის მიუღებელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ში რუსეთის ომთან დაკავშირებით საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ყველაფერი არ მიდის ტრამპის სურვილის მიხედვით.
მისივე თქმით, ტრამპი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ყველაზე დიდი შეცდომა კი არის ის, რომ მან ს „რეაბილიტაცია მოახდინა“.
„დრამატული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის გარშემო. ტრამპს სურს, უკრაინასთან დაკავშირებით პროგრესი ჰქონდეს, მას ეგონა, რომ ეს მარტივი იქნებოდა, არც ასე არ არის. აღმოჩნდა, რომ არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მზად ტრამპის სურვილებს ბრმად დაემორჩილონ. ჯერჯერობით სურვილების გარდა არაფერი ჩანს. ტრამპი ბევრ რამეზე ლაპარაკობს მექსიკა, კანადა, გრენლანდია, პანამა და ა.შ. ჯერ ჯერობით USAID-ის სამი თვით შეჩერების, გარდა არაფერი გაუკეთებია. სხვა არაფერი გაკეთებულია, ჯერ არის მხოლოდ ლაპარაკი.
ერ-რიადში ხვალინდელი შეხვედრა ლაპარაკი უფრო იქნება, ვიდრე შედეგს არ ვნახავთ. ზელენსკიმ თავისი პრინციპულობით ტრამპს უკან დაუბრუნა შეთანხმება, რომელიც გულისხმობა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ამერიკის პირობებით გადაცემას და ამ შეთანხმების ტექსტში ცვლილებები შეიტანა და დაუბრუნა ამერიკას.
ყველაფერი არ მიდის ტრამპის სურვილის მიხედვით, ყველგან წინააღმდეგობა, რაც ყველაფერს დროში გაწელავს. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, გამოჩნდება კონტურები თუ როგორ ხედავს რუსეთი როგორ გამოიყენოს ტრამპის სურვილები და როგორ მოახდენს ტრამპი რუსეთის პოზიციების მორგებას. რუსეთს არსად ეჩქარება, მას ომის გაწელვაც კი უნდა. ახლა ტრამპი არის მთხოვნელის როლში. ხვალ გამოიკვეთება პირველი კონტაქტები რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის. გამოჩნდება რაზე დათანხმდება რუსეთი და სად იქნება პრინციპული და რა იქნება ამერიკის დელეგაციისთვის მიუღებელი.
სამწუხაროდ, ტრამპი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მან პუტინის რეაბილიტაცია მოახდინა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს. მისივე შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო ის, რაც ამ ეტაპისთვის უნდოდა – „ამდენი ხანი იზოლაციაში იყო და მთელი მსოფლიო მის მიმართ იყო დისტანცირებული, ეს დისტანცია უკვე მოხსნა ტრამპმა“.
„არ არის გამორიცხული, რომ 9 მაისს ჩავიდეს მოსკოვში. ეს პირობა არსებითად გაცემული აქვს, რადგან ტრამპმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს გარეშე ვერ მოხდებოდა გამარჯვებაო, ნაპოლეონიც კი დაამარცხა რუსეთმაო და „დიდი შვიდიანი“ “დიდ რვიანად” უნდა ვაქციოთო. ეს უკვე რეაბილიტაციაა, ანუ პუტინმა მიიღო ის, რაც ამ ეტაპისთვის უნდოდა. პუტინი ახლა სხვა რაღაცებს ელოდება, ამდენი ხანი იზოლაციაში იყო და მთელი მსოფლიო მის მიმართ იყო დისტანცირებული, ეს დისტანცია უკვე მოხსნა ტრამპმა“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისივე განმარტებით, ერ-რიადში ხვალინდელი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტას კი არ შეეხება, არამედ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც მშვიდობას არ ნიშნავს.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, არ ჩანს თუ რას გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად, რადგან ტრამპი ევროპისგან მოითხოვს უკრაინის დახმარებას.
„ეს არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობას არ ნიშნავს. მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც უკრაინა შედეგებით იქნება კმაყოფილი და რუსეთი მუქარებს შეწყვეტს. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, არ ჩანს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, არ ჩანს როგორ მოხდება ამერიკის მიერ უკრაინის დახმარება. ტრამპის გეგმა არის ევროპა აიძულოს უკრაინას დაეხმაროს. ტრამპი არ ამბობს რას გააკეთებს უკრაინისთვის, ის მოითხოვს ევროპისგან. ეს უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აპირებს თვითონ გააგზავნოს ჯარები, დაიცვას, კარნახობს ევროპას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ტრამპის ამ „უცნაური ქცევების“ ერთადერთი პლუსი არის ის, რომ ევროპა და ჩინეთი უფრო ძლიერი გახდებიან.
„ევროკავშირი ხვდება, რომ არ შეიძლება მუდმივად დამოკიდებული იყო ამერიკაზე. ევროპამ სჯობია დღესვე ჩაუყაროს საფუძველი უსაფრთხო და განვითარებად ევროკავშირს. ტრამპის ამ უცნაური ქცევების ერთადერთი პლუსი არის ის, რომ ევროპა უფრო ძლიერი გახდება, სამწუხაროდ, უფრო ძლიერი ჩინეთიც გახდება. ამერიკა ასეთი პოლიტიკით კიდევ უფრო აძლიერებს მის მთავარ მოწინააღმდეგე ჩინეთს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.