პაატა ზაქარეიშვილი – ეუთო ვალდებულია იაროს მის წევრ ყველა სახელმწიფოში – ეუთოს მანდატია დიპლომატია, ის არ მუშაობას პოლიტიკურ საკითხებზე და არ არის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით საქმეებში ერევა – ვის მიმართ არის კრიტიკული, რომ კრიტიკა აქ ვნახოთ?

ეუთო ვალდებულია იაროს მის წევრ ყველა სახელმწიფოში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო არ მუშაობას პოლიტიკასა და პოლიტიკურ საკითხებზე, მისი მანდატია მხოლოდ დიპლომატია და არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით საქმეებში ერევა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ეუთო არც ერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ არ არის კრიტიკული, ამიტომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკას არავინ უნდა ელოდოს.
„ბელარუსში ეუთო-ს პირველი პირები ვერ ჩადიან, ლუკაშენკო არ უშვებს, იმიტომ კი არა, რომ ეუთო პროტესტს გამოთქვამს, ეუთო ჩავიდოდა, დააკვირდებოდა არჩევნებს. ბოლო არჩევნებში ეუთო არ დაუშვა ბელარუსმა და ვერ მონაწილეობს იქ დემოკრატიული პროცესების დაკვირვებაში ანუ თუ საქართველო არ აუკრძალავს ეუთო-ს პირველ პირებს ჩამოსვლას, ეუთო ვალდებულია იაროს ყველა მის წევრ სახელმწიფოში. ეუთო არ მუშაობას პოლიტიკასა და პოლიტიკურ საკითხებზე, ის მუშაობს სახელმწიფოებში, გარკვეულწილად, ადამიანის უფლებების დაცვასა და ა.შ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, რომ ეუთო იყოს კრიტიკული, მაგრამ სადაა კრიტიკული მაჩვენეთ რომ აქ ვნახოთ?! კრიტიკული არის იქ, სადაც სახელმწიფო არ თანამშრომლობს ეუთო-სთან, მაგალითად: ბელარუსი. ძალიან მკაცრი ჰქონდა ანგარიში, შეფასება არჩევნებზე. არჩევნებში უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. როგორმე უნდა ვისწავლოთ განსხვავება ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს. იმ სახელმწიფოთა შორის ორგანიზაციების, სადაც საქართველო ან წევრია, ან მიისწრაფვის. დიდი განსხვავებებია მათ შორის. ეუთო-ს რესურსია მხოლოდ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები. ეუთო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით საქმეებში ერევა. ეუთო-ს ნომერ პირველი ფუნქციაა არჩევნებზე ზემოქმედება, თუ სახელმწიფო თანამშრომლობს ეუთო-სთან, როგორც წესი, ეუთო მასთან ფრთხილია.
ეუთო-მ გამოაქვეყნა 26 ოქტომბრის ს ანგარიში და ამ ანგარიშში დაფიქსირებულია ბევრი სერიოზული ცდომილება. ეუთო აფასებს არსებულ მოვლენას, რაც მას ევალება მანდატით, არჩევნებზე დაკვირვება. დააკვირდა არჩევნებს, იპოვა მინუსები, იპოვა სერიოზული დარღვევები და გამოაქვეყნა ანგარიში. ეუთო-ს არ შეუძლია პირობა წაგიყენოს, თუ არ გამოასწორებ შედეგებს, სანქციები დაგეკისრება. ეუთო სურათს იღებს, ის ამბობს თუ რა ხდება საქართველოში. რენტგენის სურათია. რენტგენოლოგი სურათს იღებს და არ შეუძლია შეცვალოს სურათი. შენ შეიძლება წაიღო სხვა ექიმთან და ტრავმატოლოგმა გამოასწოროს რაც ჩანს ამ სურათზე“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება ეუთო-ს გენერალური მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ზაქარეიშვილის თქმით, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებები არის, ძირითადად ფარისევლური, განსაკუთრებით იმის თაობაზე, რომ საქართველო ოდირ-ის რეკომენდაციებს შეასრულებს.
„ოდირ-ის არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არაა „ქართული ოცნების“ მიერ. იტყუება საგარეო საქმეთა დე – ფაქტო მინისტრი. რაც შეეხება გალის მიმართულებას, აქ მართალია იმიტომ, რომ საქართველო დიდი ხანია დღის წესრიგში აყენებს, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე განახლდეს გალის შეხვედრები. მოგეხსენებათ გალის შეხვედრები ტარდება ენგურის ხიდის მეორე თავში, რომელიც ოკუპირებულია ს მიერ. აფხაზური მხარე ამას იყენებს, რათა ქართულ დელეგაციას მოსთხოვოს პასპორტებით შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მიუღებელია. აფხაზებს უნდათ ამით ხაზი გაუსვან, ვითომდა ე.წ. დამოუკიდებლობას. ამიტომაა ხაზგასმით ნათქვამი, რომ უპირობოდ. პირობა არსებობს არა ქართული, არამედ აფხაზური მხრიდან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა საქართველოში შექმნილი ვითარებისა, მან -რუსეთის ომთან დაკავშირებით, -ის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ „თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, აშშ ამ პროცესს უნდა გაეცალოს“.
„ეს განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არჩევნებამდე წარმოდგენა არ ჰქონდა რასთან ჰქონდა საქმე. ყველა ეუბნებოდა მას და მაინც ეგონათ, რომ 24 საათში მოაგვარებდნენ ამ თემას. როცა შევიდნენ სიღრმეში, ნახეს პრობლემები არა უკრაინაში, არამედ რუსეთში. რუსეთს ვერ უბედავენ ბევრ რამეს და უკრაინას ურტყამენ თავში. როცა ტრამპმა გააჟღერა იშვიათი მინერალების საკითხი, მას ამორალური ვუწოდე. ახლაც გავიმეორებ ამას, ეს არის აშშ-ის ამორალური პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რაც რუბიომ თქვა. აშშ არ არის მხოლოდ შუამავალი მანდ, ის კონფლიქტის მხარეა, ის ყოველთვის უკრაინის მხარეს იყო, ეხმარებოდა უკრაინას. როცა ტრამპი მოდიოდა, მან თქვა მკაფიოდ „მე შევასუსტებ უკრაინას, თუ არ დათანხმდება მოლაპარაკებებზე რუსეთთან და მე გავაძლიერებ უკრაინას, თუ რუსეთი არ დათანხმდა მოლაპარაკებებზე“. მესამე ვარიანტი ტრამპს არ უთქვამს. ერთადერთი, რაც შეუძლია მას, უკრაინა აიძულოს დათმობებზე წავიდეს. გუშინ ზელენსკიმ მკაფიოდ თქვა, რომ არის უკრაინა და წერტილი დასვა. ანუ ბრძოლა გრძელდება. ამ დროს კი „თამაშიდან გამოდის“ ამერიკა. ეს არის სრულიად ამორალური პოლიტიკა.
ფრონტის გაყინვა ძალიან კარგი წინადადებაა. ანუ ფრონტი იყინება, ჯარისკაცები რჩებიან ადგილზე, საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს და ამ დროს იწყება მოლაპარაკებები სადღაც სხვაგან. თუ აქამდე მივიდნენ, მშვენიერია. გამოვიდა, რომ უკრაინის პრინციპულობამ გაამართლა. თუ წელს ომი მორჩება, ეს დასრულდება მხოლოდ უკრაინის პირობებით ან თუ უკრაინის პირობები არ დაკმაყოფილდა, ომი გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მათ შორის, ნაჯახებითაც“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.