პაატა ზაქარეიშვილი – აფხაზური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს რუსეთი, აჯობებს დაიოკოს მადა და აფხაზეთისგან ზედმეტი არ მოითხოვოს

„ქართული ოცნება“ არანაირად არ იტყვის უარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ, არასდროს არ იტყვის, რომ მან რუსეთს დათმო, მაგრამ ის ხელს არ შეუშლის ს მიერ აფხაზეთის აითვისებს უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში განვითარებული პროცესების მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში ვითარება უკიდურესად სწრაფად და დრამატულად განვითარდა. აფხაზურმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ გააპროტესტა „რუსეთ -აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირების საკითხი, რომლის რატიფიცირება აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს უნდა მოეხდინა. ვნახეთ, თუ როგორი ფორმით მოხდა ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვა, მხედველობაში მაქვს „აფხაზური პარლამენტისა“ და „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობების ბლოკირება და მათი დაკავება. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია აქციის ორგანიზატორებს შეხვდა დ შეთანხმების გაწვევის პირობა მისცა.
ვრცელდება წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, თითქოს ბჟანია გადადგა, მაგრამ, მან ითხოვა, მისი მოვალეობა „ვიცე-პრეზიდენტს“ გუნბას შეესრულებინა, მაგრამ უარი მიიღო და დემონსტრანტთა მოთხოვნით „პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულება „აფხაზური პარლამენტის“ თავმჯდომარეს ლაშა აშუბას დაევალა.
ფაქტია ისაა, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აქტიურობას უშედეგოდ არ ჩაუვლია და უახლოეს დღეებში, შესაძლოა, საათებშიც კი გაირკვეს ბევრი რამ. თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს?
– აფხაზეთში პირველად არ ხდება პროცესების მოულოდნელად, ზვავივით დაწყება და განვითარება. აშკარაა, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაცია ბოლო ერთი წელი მაინც ემზადებოდა მოვლენათა მისთვის არასასურველი სცენარით განვითარებას და უზრუნველყო ადმინისტრაციული შენობების დაცვა – ამ შენობებს შემოავლო რკინის ჯებირები და იყო განცდა, რომ თითქოს მზად იყვნენ გამკლავებოდნენ სერიოზულ საზოგადოებრივ მასობრივ საპროტესტო აქციას.
მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძალიან სუსტად გაკეთებული, საზოგადოება იმდენად იყო უკმაყოფილო „პრეზიდენტისა“ და „პარლამენტის“ ბოლო გადაწყვეტილებებით იოლად გაანგრია ჯებირები და მორიგ ჯერზე შეიჭრა ადმინისტრაციულ შენობებში და დაიკავა ისინი და ამით შექმნა, ახალი სახელმწიფოებრივი კრიზისი. საზოგადოების აქტიური, მოტივირებული ნაწილისთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებს რუსეთი აფხაზეთში ბჟანიას ადმინისტრაციის ხელით. იგულისხმება რუსეთის მიერ აფხაზეთში ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება.
საზოგადოების აქტიური, მოტივირებული ნაწილისთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებს რუსეთი აფხაზეთში ბჟანიას ადმინისტრაციის ხელით. იგულისხმება რუსეთის მიერ აფხაზეთში ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება
ანუ, იმგვარი პირობების შექმნა, როცა რუს ბიზნესმენებსა და ოლიგარქიული მმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთში ხელისუფლებასთანაა შეზრდილი, მათ უნდათ აფხაზეთში მიითვისონ აფხაზეთის ეკონომიკა. რუსების აქტიურობის მიზეზი ისაა, რომ მათ შეზღუდული აქვთ მსოფლიოში ბიზნეს აქტიურობა და მათ თავისი ბიზნესინტერესების გატარება აფხაზეთში შეუძლიათ. ამას ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება, ამის მიზეზია ის, რომ მათ ეშინიათ იმის რომ მოხდება მოხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ექსპანსია. რუსი ბიზნესმენების საშუალებით მოხდება რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლა. ამ მიზეზთა გამო აფხაზებს არ ექნებათ თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალება.
ამას ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება, ამის მიზეზია ის, რომ მათ ეშინიათ იმის რომ მოხდება მოხდება რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ექსპანსია. რუსი ბიზნესმენების საშუალებით მოხდება რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლა. ამ მიზეზთა გამო აფხაზებს არ ექნებათ თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალება
გუშინ უნდა მომხდარიყო „რუსეთ -აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაცია. მე მქონდა განცდა, რომ ამ შეთანხმების რატიფიკაცია ბჟანიას ხელისუფლებას არ გამოუვიდოდა. შეთანხმების რატიფიკაცია ჩავარდა, ხელისუფლებამ შეთანხმება უკან წაიღო. ახლა საკითხი ასე დგას – დარჩება თუ არა ბჟანია ხელისუფლებაში და შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას. იმედია, რომ ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
ახლა რაც ხდება იმაზე მეტყველებს, რომ ბჟანია აშკარად დაბნეულია, მან არ იცის ამის შემდეგ რა ნაბიჯები გადადგას. ის არ იმყოფება ადმინისტრაციულ შენობაში, არც პარლამენტში და არც უსაფრთხოების სამსახურებთან. გავრცელდა კადრები რომ იგი ჩავიდა თავის სოფელში.
ახლა საკითხი ასე დგას – დარჩება თუ არა ბჟანია ხელისუფლებაში და შეინარჩუნებს თუ არა ძალაუფლებას
– მაგრამ, ასევე გავრცელდა კადრები, სადაც იგი ამბობს, რომ ხელისუფლება მუშაობს და ასე შემდეგ…
– თუ ის სოფელში იმყოფება, სოფლიდან ვერ იმუშავებს და ვერ განახორციელებს უფლებამოსილებას. ჩემი აზრით, ბჟანია ელოდება მოსკოვიდან გარკვეულ გადაწყვეტილებებს. იქაც, როგორც ჩანს დაბნეულები არიან, რადგან არ იციან აფხაზეთში ვის დაეყრდნონ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აფხაზეთში სულ 10-15 ადამიანია, ვისთანაც შესაძლებელია საუბარი ძალაუფლების გადაცემა-არგადაცემაზე.
მგონია, რომ სოხუმში, ახლა როგორც ოპოზიცია, ისე სახელისუფლებო სტრუქტურები მოსკოვიდან ელოდებიან გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ კრემლში აფხაზეთის კურატორებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ბჟანია მშვიდობიანად ძალაუფლებაში, თუ დაინიშნოს ახალი ს თარიღი, რომელიც ისედაც მალე უნდა გამართულიყო.
სოხუმში, ახლა როგორც ოპოზიცია, ისე სახელისუფლებო სტრუქტურები მოსკოვიდან ელოდებიან გადაწყვეტილებას
– აფხაზეთში ქუჩიდან მთავრობის შეცვლის ტრადიცია არსებობს. არძინბას კლანისა და ანქვაბის კლანებს შორის დაპირისპირებას ორ ათწლეულზე მეტია ვადევნებთ თვალს. ახლა საინტერესოა, რა პოზიცია ექნება კრემლს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე. ფაქტია, რომ „რუსეთ -აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ მიღებითა და რატიფიცირებით ბჟანია კრემლის საქმეს აკეთებდა. ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია, ანუ არძინბას პოლიტიკური მემკვიდრეები და მათთან დაკავშირებული ადამიანები. არძინბას „პოლიტიკური მემკვიდრეები“ ანტირუსული, რა თქმა უნდა, არ არიან. პირიქით, ამ აქციებმაც აჩვენა რომ მათ პრორუსული ლოზუნგები ჰქონდათ.
აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის განსამუხტად, სავარაუდოდ, რა გზას აირჩევს რუსეთი?
– ბჟანიას ოპოზიცია შეეცდება რუსეთი დააჯეროს, რომ ისინი ნამდვილად არ ეწინააღმდეგებიან რუსეთს, მზად არიან რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები შეასრულონ, საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ბოლომდე გაჰყვნენ, მაგრამ, მათთვის მიუღებელია არა პუტინის, არამედ სურკოვებისა და აფხაზეთის სხვა კურატორების დონეზე წყდებოდეს აფხაზეთის ეკონომიკური მომავალი რუსი ოლიგარქების მონაწილეობით.
ის, პროცესი, რომელიც ში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო რუსი ბიზნესწრეების აფხაზეთში აქტიურობა, უნდა შეწყდეს. ეს აღიზიანებს აფხაზურ საზოგადოებას. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის არ იბრძოდნენ. ისინი ასევე ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა აფხაზ ხალხთან. ეჭვ ქვეშ არ დააყენონ უსაფრთხოებასთან და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები. აფხაზებთან მეგობრული ინტერესები არ გადააყოლონ ოლიგარქების ინტერესებს.
ის, პროცესი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო რუსი ბიზნესწრეების აფხაზეთში აქტიურობა, უნდა შეწყდეს. ეს აღიზიანებს აფხაზურ საზოგადოებას. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის არ იბრძოდნენ. ისინი ასევე ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა აფხაზ ხალხთან. ეჭვ ქვეშ არ დააყენონ უსაფრთხოებასთან და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები. აფხაზებთან მეგობრული ინტერესები არ გადააყოლონ ოლიგარქების ინტერესებს
აფხაზურ ოპოზიციას სჯერა იმის, რომ რუსი ოლიგარქების ინტერესები არანაირ კავშირში არაა რუსეთის ინტერესებთან. მათ უნდათ დააჯერონ კრემლი, რომ აფხაზეთი მათ მიჰყვება ბევრ საკითხებში, მაგრამ, არა იმ საკითხებში, რაც აფხაზეთთან დაკავშირებით რუსი ოლიგარქების ინტერესებს უკავშირდება. აფხაზური ოპოზიცია ცდილობს დააჯერონ კრემლი რუსეთმა იმაზე მეტი არ მოითხოვონ აფხაზებს, რაც აფხაზ საზოგადოებას აღიზიანებს, საუბარია მიწაზე საკუთრების რუსეთის მოქალაქეებზე გაცემა, აპარტამენტების თემაზე მოსკოვის აქტიურობა. ვფიქრობ, რომ ახლა ამ თემებზე იქნება მსჯელობები. ოპოზიცია შეეცდება დააჯეროს კრემლი, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. რადგან აგრესიული საქართველოს, რომელიც ჩასაფრებულია, შესაძლოა, აფხაზეთში თავისი ინტერესები ჰქონდეს, არ მიეცეს აფხაზეთში მოქმედების საშუალება.
აფხაზური ოპოზიცია ცდილობს დააჯერონ კრემლი რუსეთმა იმაზე მეტი არ მოითხოვონ აფხაზებს, რაც აფხაზ საზოგადოებას აღიზიანებს, საუბარია მიწაზე საკუთრების რუსეთის მოქალაქეებზე გაცემა, აპარტამენტების თემაზე მოსკოვის აქტიურობა
როგორც ჩანს, აფხაზური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს რუსეთი, აჯობებს დაიოკოს მადა და აფხაზეთისგან ზედმეტი არ მოითხოვოს. აფხაზური ოპოზიციას ბჟანიას ბრალს დებს იმაში, რომ იგი ითვალისწინებს არა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, არამედ რუსი ოლიგარქების ინტერესებს.
ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს კრემლი, რომ ბჟანია არ არის რუსეთის ინტერესების დამცველი. ბჟანია აფხაზეთში არის რუსეთში ზოგიერთი ოლიგარქიული წრეების დამცველი. შეერწყა მათ და არ აინტერესებს არაც აფხაზეთი და არც რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ არძინბას მიმდევარი პოლიტიკური ჯგუფი საკმაოდ კარგად ცდილობს საკუთრივ აფხაზური ინტერესების დაცვას. ეს მათ ხან გამოდით, ხან არა.
იმ შემთხვევაში, თუ აფხაზურმა ოპოზიციამ შეძლო ქუჩის აქციებით მთავრობისა და პრეზიდენტი გადაყენება, ასეთ შემთხვევაში კრემლი ფსონს ვისზე დადებს?
– ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. არც რუსებმა იციან ჯერ რა გააკეთონ. როგორც ჩანს, კრემლში აფხაზეთში მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ. ის, რაც 15 ნოემბერს სოხუმში მოხდა, ძალიან ჰგავს სსრკ-ს დროს გკჩპ-ს შემთხვევაში მომხდარს. რა თქმა უნდა. აფხაზეთში სულ სხვა მასშტაბებია, მაგრამ, მაინც. გკჩპ-მ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ სსრკ დაიშალა. მათ სსრკ-ს დაშლა არ უნდოდათ, მაგრამ, პირიქით მოხდა, და თან გკპჩ-ს ნამსხვრევებში ჩაიფერფლა.
არც რუსებმა იციან ჯერ რა გააკეთონ. როგორც ჩანს, კრემლში აფხაზეთში მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ
15 ნოემბერს სოხუმში მომხდარის შემდეგ ბჟანია აღარ არის ლეგიტიმური ნებისმიერ შემთხვევაში. თან თავის მომხრეებშიც კი. ახლა ბჟანიას მთავარი ამოცანაა თუ როგორ გადასცეს ძალაუფლებას. ამიტომაა თქვენი კითხვა მნიშვნელოვანი.
ვინ არის ეს „სხვა“, ვინც შეიძლება მიიღოს აფხაზეთში ძალაუფლება? ვხედავთ, რომ ამ პროცესებში რამდენიმე ადამიანი ძალიან აქტიურობს და ალბათ, მათ შორის გადანაწილდება აფხაზეთში შემდეგი ძალაუფლების უფლებამოსილებები. საუბარია ადგურ არძინბაზე, კან კვარჭიაზე, ლევან მიქააზე. ალბათ, ეს ხალხი არიან ისინი, თუ შესაძლოა, მათ შორის მოხდეს შეთანხმება შედგამ თუ როგორ ელაპარაკონ რუსეთს. მეც მგონია, რომ რუსეთი სწორედ ამ ხალხზე გააკეთებს ფსონს. იმ პირობით,
რომ ბჟანიას და მის გუნდს, არაფერი არ დაემუქრება
– არაა გამორიცხული, მოსკოვმა კვლავ გააქტიუროს კრემლში გამოზრდილი სოხუმის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ნამყოფი ც?
– ინალ არძინბა როცა სოხუმში მუშაობდა საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარული იყო. არა მგონია ინალ არძიბას შეეძლოს სოხუმში ვითარების გამოსწორება და დაბალანსება. მას სოხუმში 5-6 მომხრე თუ ეყოლება. თი კრემლის მის წინ წამოწევას ახლა შეეცდება, მიიღებს მკაფიო, მაგრამ კორექტულ უარს.
– ყველა ვითარებაში, როცა სოხუმში სიტუაცია იძაბებოდა, ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე სერგეი შამბა. ამჯერად, ამ არეულობაში იგი არსად გამოჩენილა. მოგეხსენებათ, სერგეი შამბა ვლადისლავ არძინბას თანამებრძოლთა ძველი გვარდიიდანაა. რა უნდა ვიფიქროთ, ვლადისლავ არძინბას „ძველი გვარდია“ ახალმა თაობამ ჩაანაცვლა?
– სერგეი შამბა საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია. ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კარგად იცის, კარგად იცის, რომ მან თბილისთან მოლაპარაკებების ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად იცის, ისევე როგორც სოხუმის მოსკოვთან ურთიერთობების ისტორია. ჩემი დაკვირვებით, სერგეი შამბა პოლიტიკაში ისეთი აქტიური აღარაა, როგორც უწინ. როგორც ჩანს, მას აქტიურობას ხშირად სთხოვენ კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე აფხაზები, ან კონკრეტული ვალდებულებების გამო მისგან აქტიურობას რუსები მოითხოვენ.
სერგეი შამბა პოლიტიკაში ისეთი აქტიური აღარაა, როგორც უწინ. როგორც ჩანს, მას აქტიურობას ხშირად სთხოვენ კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე აფხაზები, ან კონკრეტული ვალდებულებების გამო მისგან აქტიურობას რუსები მოითხოვე
სერგეი შამბა, მოსახევებში ხშირად გვიან შედის და სხვებს აძლევს საშუალებას ცხვირ-პირი დაიმტვრიოს. მე მგონია რომ იგი მალე გამოჩნდება, როგორც რუსეთისთვის შეპირებული გარანტიების დამცველი და ინტერესების გამტარებელი. თუ კრემლი შამბას ეტყვის, ერთი მითხარი, ეს ხალხი რამდენად სანდოა, ეტყვის, შენ გენდობი და სხვას არავის. შამბას შეუძლია კრემლიდან წამოსული ინტერესები მაქსიმალურად შეფუთოს და ხალხამდე მიიტანოს.
ზატულინი ისეთი უხეში ფორმით ელაპარაკება აფხაზებს, ჯობია პირი არ გააღოს. იგივე ზატულინის გზავნილს შამბას უფრო დიპლომატიურად მიაქვს მოსახლეობამდე. ანუ ისე შეფუთავს, რომ თავს ბედნიერად ყველა გრძნობს. მგონი შამბა ახლა იმიტომ დუმს, რომ მან უნდა შეასრულოს ორმაგი დავალება – აფხაზური დავალება მოსკოვში და მოსკოვის დავალება აფხაზეთში.
სერგეი შამბა, მოსახვევებში ხშირად გვიან შედის და სხვებს აძლევს საშუალებას ცხვირ-პირი დაიმტვრიოს. მე მგონია რომ იგი მალე გამოჩნდება, როგორც რუსეთისთვის შეპირებული გარანტიების დამცველი და ინტერესების გამტარებელი
– აფხაზეთში განვითარებულმა პროცესებმა ჩვენი საზოგადოების ორი პრობლემა გააშიშვლა. პირველია ის, თუ როგორ არაადეკვატურად რეაგირებს ჩვენი საზოგადოება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და მეორე – აფხაზურ გამოწვევებზე როგორ რეაგირებს ჩვენი ხელისუფლება.
არჩევნებამდე დევნილ საზოგადოებაში იყო განწყობა, ცოტაც და მალე დაბრუნდებიან აფხაზეთში. რამდენადაც შესაძლებელია ვადევნებ თვალს, რაც აფხაზეთში ხდება და მიკვირს ჩვენი საზოგადოება რატომ იჩენს ასეთ გულუბრყვილობას პოლიტიკაში და იმის მიმართ, რაც აფხაზეთში ხდება.
ფაქტია, რამდენადაც აირევა ვითარება აფხაზეთში, ჩვენს საზოგადოებაში ილუზიები და არასწორი აღქმები მატულობს. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ყველა ჯერზე ქართული საზოგადოება, როგორც წესი არასწორად რეაგირებს? – არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოების გულუბრყვილოდ და ემოციურად უდგება პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესებს. ასეთ ვითარებაში პრაგმატიზმი, პრაქტიკულად ქრება ხოლმე.
რაც შეეხება აფხაზეთს. ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს განცდა, რომ აფხაზები პოლიტიკური პროცესის სუბიექტები არიან. მათ თავისი ინტერესები გააჩნიათ. ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მას რუსეთი ართმევს და აფხაზებს არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს კი ასე, ნამდვილად არაა.
ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს განცდა, რომ აფხაზები პოლიტიკური პროცესის სუბიექტები არიან. მათ თავისი ინტერესები გააჩნიათ. ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მას რუსეთი ართმევს და აფხაზებს არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს კი ასე, ნამდვილად არაა
რა თქმა უნდა, რუსეთს აფხაზეთში თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ აფხაზებს აქვთ თავისი ინტერესები. მართალია, ისინი თავისი ინტერესების რეალიზაცია სრულად ვერ ახდენენ, მაგრამ ეს ინტერესები არსებობს, მათზე აფხაზები მუდმივად საუბრობენ და ამ ინტერესების დასაცავად იბრძვიან. ჩემი პოზიციაა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აფხაზების ინტერესები, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი იმას, რომ მათ კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში და ექნებათ 100%-იანი გარანტია იმის, რომ ისინი თავის ინტერესებს საქართველოში უკეთ დაიცავენ, ვიდრე რუსეთის იმპერიაში. როცა აფხაზეთში ვითარება იძაბება, მუდმივად ჩნდება კითხვა – ჩვენ რა? თუ საქართველოს არაფერი, მაშინ, აფხაზებს ჯანდაბამდე გზა ჰქონია. არადა, ჯანდაბაში წასული ეს აფხაზები, მომავალში უფრო მეტი ტვირთი იქნება საქართველოსთვის.
იმის ნაცვლად, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხოთ აფხაზების ინტერესების გათვალისწინება და მათი ჩვენკენ შემობრუნება, ანუ უთხრათ – თუ ისინი ჩვენკენ შემობრუნდებიან, ჩვენ მათ ინტერესებს მაქსიმალურად დავიცავთ. ჩვენ მათგან მხოლოდ იმას ველოდებით, რომ ისინი ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებენ. მათ სულაც არ ადარდებთ, საქართველოში მათ როგორ შეხედავენ. ესაა ჩვენთან მუდმივი პრობლემა, ჩვენ არ შეგვწევს უნარი მოვერგოთ აფხაზურ ინტერესებს. ამიტომაცაა, რომ აფხაზეთში ვითარების გართულებისას, ჩვენ საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლო მოლოდინები აქვს და ფიქრობენ, რომ ახლა მაინც აფხაზები გამოფხიზლდებიან და ჩვენკენ წამოვლენ. ასე არ იქნება, ისინი მაინც რუსებს ჩაბარდებიან. აფხაზებს უნდათ არა რუსეთთან, არამედ რუსეთთან კარგი ურთიერთობები. ასეთია მათი არჩევანი.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აფხაზების ინტერესები, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი იმას, რომ მათ კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში და ექნებათ 100%-იანი გარანტია იმის, რომ ისინი თავის ინტერესებს საქართველოში უკეთ დაიცავენ, ვიდრე რუსეთის იმპერიაში
– სწორედ ამიტომ, რაც ახლა თქვით, აფხაზების ამაში დარწმუნება წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია.
ახლა უნდა შევეხოთ იმ საკითხს, თუ რა დამოკიდებულება აქვს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს ხელისუფლებას. ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად არც არაფერს ამბობს. თქვენ ამას „დუმილი“ უწოდეთ და თქვით, რომ ამ „დუმილს“ მიღმა კიდევ სხვა რამეები არსებობს… – თუ კითხვას ასე დავსვამთ – 30 წლის მანძილზე რუსეთმა უფრო აითვისა და მიითვისა აფხაზეთი თუ საქართველომ? პასუხი იქნება ცალსახა – რა თქმა უნდა, რუსეთმა. თუ ეს პროცესი რეალურია, მაშინ რუსეთი აფხაზეთს ერთი წლის შემდეგ მეტად აითვისებს, 5 წლის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით შეეგუა რუსეთის მიერ აფხაზეთის ათვისებას და უთმობს ამ მიმდინარე პროცესს. „ქართული ოცნება“ არანაირად არ იტყვის უარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ, არასდროს არ იტყვის, რომ მან აფხაზეთი რუსეთს დათმო, მაგრამ ის ხელს არ შეუშლის რუსეთის მიერ აფხაზეთის აითვისებს.
როგორც ჩანს, აქ არსებობს გარკვეული შეთანხმება, კრემლში იციან რომ თბილისი ხმას არ ამოიღებს იმაზე, რასაც აკეთებს რუსეთი აფხაზეთში, ამიტომ თამამად ხდება მისი მეტი ინტეგრირება რუსეთთან, რაც არის ანექსია, და არა ოკუპაცია. ანექსია ოკუპაციაზე მეტი. არადა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე. თუ ჩვენ მეტად ვისაუბრებთ აფხაზეთის რუსეთის მიერ ანექსიაზე, მეტად გასაგები ვიქნებით აფხაზებისათვის.
– იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აფხაზეთის ყველა სფეროში ისე საფუძვლიანადა წარმოდგენილი, ვგულისხმობ თავდაცვას, უსაფრთხოებას, ფინანსებს, საბანკო სექტორს, ასევე ზღვის სანაპიროსა და საჰაერო სივრცის დაცვას, მე კარგა ხანია ვამბობ, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული კი არა, ანექსირებულია…
– კი, ასეა და სრულიად გეთანხმებით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი