პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

აშკარად ჩანს, რომ ყველაზე კარგად და გარანტირებულად ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას და მისი რაზმი უმყარებს – ისინი არა მხოლოდ ერთგულები არიან, რასაც ირაკლი ღარიბაშვილს ვერ წაართმევდი, ერთგულებასთან ერთად, ავტორიტარიზმის აშენებაში პროფესიონალები არიან – არ არის წუწკი და პირამიდას კარგად აშენებს! – აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
ზაქარეიშვილის აზრით, „ყველაზე დრამატული და ფინალური მომენტი მაშინ დადგება, როცა და კალაძე დაეჯახებიან ერთმანეთს“.
„კალაძე კობახიძის გუნდის წევრი არ არის და მას ადგილობრივი ს დროს იმიტომ არ დაარტყა, რომ ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ჰყავდა მოსაგვარებელი.
კობახიძეში ს სიძლიერე არის ის, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია და ივანიშვილი კობახიძის არაპოპულარობას ყოველთვის შეუწყობს ხელს. როგორც კი ჩამოაგდებს, კაციშვილს არ დაენანება – ბრეიგელის „იკაროსის დაცემის“ არ იყოს, რომელიც ისე ჩავარდა ზღვაში, რომ არავის დაუნახავს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმყარა რა ძალაუფლება, ლეგიტიმაცია არ ადარდებს. ზაქარეიშვილის აზრით, ლეგიტიმაცია „ქართული ოცნებისთვის“ მეორადი მნიშვნელობისაა.
„გასული წლის 26 ოქტომბრის ს შედეგად საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მკაფიოდ გაჩნდა განცდა, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია და რეალობას არ შეესაბამება – განწყობები საქართველოში არის ერთი და პარლამენტში სულ სხვა რეალობას ვხედავთ. ამ ფონზე ბუნებრივია, ხელისუფლება მართლა გაშიშვლდა და სიშიშვლემ მოიტანა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურობა არ ადარდებს. ლეგიტიმაციაა, როცა კარგად ვარ ჩაცმული და სამკაული მჭირდება. „ქართული ოცნება“ გარეთ სამკაულის გარეშეც გავა – ეს მისთვის პრობლემა არ არის.
არ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ კიდევ ცოტა მოვითმინო და მალე გავიმარჯვებთ. სამწუხაროდ, მალე გამარჯვების ნიშნები არ ჩანს და საჭიროა გრძელვადიანი გეგმების დასახვა. „სულ მალე გავიმარჯვებთ“ – ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რაც შემდგომ ხალხში ფრუსტრაციას იწვევს.
რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება – რეჟიმი გაამყარა როგორც ბოიკოტმა, ასევე რევოლუციამ და დღეს „ქართული ოცნება“ არის მშვიდად – მას ლეგიტიმაცია უნდა, მაგრამ ლეგიტიმაცია მისთვის მეორადი მნიშვნელობის დამატებითი ღირებულებაა და არა ძირითადი ღირებულება.
„ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაცია მათი პირობებით ლეგიტიმაციას ნიშნავს და არა საერთაშორისო სტანდარტებით არსებული პირობებით ლეგიტიმაციას. არასწორია იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ლეგიტიმაციაა – მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა!“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ჩამოგდებაზე ადვილი არაფერი იქნებოდა, ოპოზიცია რომ შეკრული იყოს. ზაქარეიშვილის აზრით, „ოცნების“ სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეშია.
„ის ხალხი, ვინც ამბობს: – „სულ მალე იქნება“, საინტერესოა, რას იტყვის 2028 წლის ოქტომბერში? – „სულ მალე“ 2028 წლის ოქტომბრამდე მიგორდება და ხალხმა 2028 წლამდე უნდა გაძლოს.
ქვეყანას ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება მართავს, რომელსაც რუსეთთან მიკედლების გარდა, ძალაუფლების შენარჩუნების სხვა საშუალება არა აქვს. როცა არსად არ მივდივართ, ამაში ბუნებრივად რუსული ორიენტაცია იგულისხმება. გარდა ევროპისა, სხვაგან სად უნდა წახვიდე?! თან იტყუებიან, როცა ასეთ პატარა სახელმწიფოზე ამბობენ, რომ თვითმყოფადი გზა გაგვაჩნია. ასეთი გზა არ არსებობს – დავით აღმაშენებელი დავით აღმაშენებელია და მას ტიტულატურაში ბასილევსი ჰქონდა ანუ ბიზანტიის მოხელე იყო.
საქართველოს გარშემო ყოველთვის იმპერიები იყო და პატარა ერმა საკუთარი ღირსება, იდენტობა, ქრისტიანობა იმპერიებთან თანამშრომლობით გადაირჩინა. თუკი ჩვენ სხვა გრავიტაციაში, სხვა ტურბულენტობაში არ მივდივართ, მაშინ ძველ ტურბულენტობაში ვრჩებით და ძველი ტურბულენტობა არის !“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პარლამენტში არ შესვლა შეცდომა იყო და გიორგი გახარიას პარტია ახლა ამ შეცდომას ასწორებს.
„პარტიების უპასუხისმგებლობა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. თბილისში 220 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი 4 ოქტომბერს წავიდა არა რევოლუციაზე, არამედ არჩევნებზე. ამ 220 ათასს ადამიანს მოერგო გიორგი გახარია, „ლელო“, „გირჩი“. უმრავლესობა კი სახლში დარჩა – არც არჩევნებზე წავიდა და არც – რევოლუციაზე.
გახარიამ ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც ჩემი აზრით, თითქმის გმირობის ტოლფასია. ჩემთვის მისაღებია და აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს.
პარლამენტის ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაცია პარლამენტის არარსებობას არ ნიშნავს. არალეგიტიმური ნიშნავს, რომ რაღაცა არსებობს, ოღონდ ის არალეგიტიმურია. რაღაცის ლეგიტიმურობა ძალიან სპეციფიკური და ინდივიდუალურია. პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბარი იდიოტობაა, რადგან ეს „ქართული ოცნებისთვის“ სასაცილო თემაა და მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ლეგიტიმაცია-არალეგიტიმურობაზე საუბარს თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ, როგორ ვმუშაობთ ამ რეალობაზე.
წყალი არის ან სასმელი ან არის კანალიზაცია. ეს არის კანალიზაცია და ესენი [გახარია პარტიის წევრები] ამ სიბინძურეში შედიან, რათა რაღაც პრობლემები მაინც გამოასწორონ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.