პაატა დავითაია – რუსეთს მაინც არ გამოუვიდა სოხუმთან მასშტაბური ავიამიმოსვლის აღდგენა – ავია ფლოტმა მოსალოდნელი სანქციების გამო უარი განაცხადა ფრენების შესრულებაზე, რაც საერთაშორისო ზეწოლის შედეგია

როგორც ცნობილია, დღეს დან ოკუპირებულ აფხაზეთში სამგზავრო ავიამიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი შესრულდება 30 წლის შემდეგ. რეგულარული ფრენების აღდგენის მცდელობა ნათლად აჩვენებს, როგორ ემზადება ჩვენი ტერიტორიების საბოლოო ანექსიისთვის,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს მოქმედებებითა და გავლენით, რუსულმა აეროფლოტმა მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ფრენების შესრულებაზე უარი განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს ICAO-ს მოქმედებებით და გავლენით რუსულმა აეროფლოტმა მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდების მიზნით უარი განაცხადა ფრენების შესრულებაზე. სოხუმში ფრენებს იწყებს UVT aero ავიაკომპანია, რომელიც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სეგმენტს ავიაბაზარზე და დაკავებული არიან სპეციალური გადაზიდვებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და „ეფესბეს“ ძალებისთვის.
ნათლად ჩანს, რომ რუსეთს მაინც არ გამოუვიდა იმ გეგმის შესრულება, რაც მას ჰქონდა სოხუმთან მასშტაბურ, რეგულარულ ავიამიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რაც პირველ რიგში არის საერთაშორისო ზეწოლის შედეგი, ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის თანამშრომლობა და აქტიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის ფედერაციამ და სეპარატისტებმა ვერ შეძლონ მათი საერთო მიზნების განხორციელება“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა