პაატა დავითაია ნიკა მელიას დაკავებაზე – ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

პოლიტიკოსების დაკავებები იმ ფორმით, რაც ხდება ბოლო პერიოდში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს და სახელმწიფო ინტერესებს. ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გააკეთოს დასკვნები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რადგან ეს პროცესები ჩიხში შეიყვანს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება.
„ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ს დაკავებები ასეთი ფორმით, როდესაც არსებობს წინაპირობა არ განხორციელდეს დაკავება, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აჩენს შეკითხვებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, რასაც მოსდევს მწვავე შეფასებები და სანქციები ჩვენი პარტნიორებისგან.
პროცესი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, აღიქმება როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.
ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რაც შესაძლებელია არსებული სამართლებრივი რესურსებით.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება, რაც მნიშვნელოვანი იქნება პროცესის გაჯანსაღებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.