პაატა დავითაია – მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის

რამდენიმე საათის წინ განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადადიოდა მკვეთრ მოქმედებებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ, არის უკიდურესად მძიმე და კატასტროფული ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
პაატა დავითაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და პარტნიორებთან დაკავშირებით.
„მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის დარტყმა იმ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში იმ გზაზე, რაც გაიარა ქართულმა სახელმწიფომ ჩვენი მთავარი მეგობარი და მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ჩვენი უსაფრთხოების თუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მთავარი პარტნიორების გარეშე საქართველო ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ, მარტო რჩება.
„ქართულ ოცნებას“ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და პარტნიორებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, სანამ კიდევ არ არის გვიან და უფრო მძიმე დარტყმები არ მიუღია ქართულ სახელმწიფოს, გადადგას დემოკრატიული ნაბიჯები – გაითვალისწინოს და დანიშნოს ახალი , რაც არის ჩვენი საზოგადოების და პარტნიორების მოთხოვნა“, – აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება