პაატა დავითაია – ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, როგორი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში – კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე ნათლად ცხადყოფს, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, რაც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
პაატა დავითაია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, გამოიძიონ საქმე და ინციდენტში მონაწილე პირებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.
„ვგმობთ იმ თავდასხმას, რაც განხორციელდა ზუკა ბერძენიშვილზე. ზუკას მამა, მრავალი ათეული წელი ებრძოდა ს იმპერიას და იცავდა ქართულ ინტერესებს, ძალიან მძიმე სანახავია, რომ დღეს წნეხის ქვეშ ჰყვება მისი შვილი, რომელსაც ბრძოლა, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უწევს.
სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, უსწრაფეს რეჟიმში გამოიძიონ ეს საქმე და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც მოაწყო და ჩაიდინა ეს ძალადობრივი აქტი”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”