პაატა დავითაია ზესტაფონში და ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავითაიამ შეხვედრები ზესტაფონსა და ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა.
როგორც პაატა დავითაია აცხადებს, მოსახლეობა მზად არის მონაწილეობა მიიღონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და მხარი ოპოზიციურ პარტიებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭირონ.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა იმერეთის რეგიონში – ზესტაფონში და ქუთაისში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობა ძალიან გათვითცნობიერებულია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების პოზიციაც, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ამ ს მნიშვნელობა და ის გამოწვევები, რის წინაშეც ქვეყანა დგას“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ცესკოს განცხადებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა

შალვა პაპუაშვილი – თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად