პაატა დავითაია – ვხედავთ იმას, რომ ტერიტორიის რუსეთის ფედერაციაზე „სამართლებრივად გადაფორმების“ პირველი პრეცედენტი შეიქმნა – განცხადება საერთოდ არაა საკმარისი, მთავარია, ფაქტის სამართლებრივი შეფასება დაიწყოს

განცხადება საერთოდ არაა საკმარისი, არც ჩემი, არც პრეზიდენტის, არც პრემიერს. მთავარი არის, რომ ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება დაიწყოს , – ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ [ტერიტორიის] რუსეთის ფედერაციაზე „სამართლებრივად გადაფორმების“ პირველი პრეცედენტი შეიქმნა“.
როგორც დავითაია აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება აუცილებელია.
„ჩვენ არ გაგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოლიტიკა. მთავრობა შეიცვლება, ვიღაცა მოვა და იტყვის, მე ახალი ფურცლიდან ვიწყებ, ასე არ არის. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი და მთავრობის ცვლილება ამაზე დამოკიდებული არ იქნება.
მათ ჩვენთან ცხოვრება არ უნდათ. მათ მართლა ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლები არიან, მაგრამ რაღაც შეხების წერტილები ხომ არის. აი, იმ შეხების წერტილებზე საჭიროა სტრატეგიული მუშაობა. პირდაპირ ვუთხრათ, რომ ჩვენ ს კი არ გართმევთ, ჩვენ, მთავრობამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აღვადგენთ, თქვენ ისარგებლებთ აფხაზები და ქართველები, ჩვენ მოგცემთ შუქს, ჩვენ აღვადგენთ ზღვისპირა ზოლს. აი, ეს მესიჯები [უნდა იყოს]. რა თქმა უნდა, რუსი ამას არ გაგვაკეთებინებს. „ეფესბეს“ ჯარები დგას და არავინ შეგვიშვებს, მაგრამ მოსახლეობა ხომ მიხვდება,“ – აღნიშნა დავითაიამ.