პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ – მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა ბათუმში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ძალადობრივი პროცესი, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დაპირისპირების გაღვივებას და უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი და პატიმრების განთავისუფლებაა.
„სრულ მხარადჭერას ვუცხადებთ გიორგი გახარიას და ყველას, ვინც ბოლო თვეებში თავდასხმის ობიექტი გახდა. კიდევ ერთი ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტზე, ცხადყოფს რომ ქვეყანაში კვდება პოლიტიკური კულტურა და ჩვენ შევდივართ სპირალში, რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთული იქნება.
არსებული მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი და პატიმრების განთავისუფლებაა. სასწაფოდ უნდა დაიწყოს მომხდარ ფაქტზე გამოძიება და მკაცრად დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ილახება ქვეყნის იმიჯი, მწვავდება დაპირისპირება. უკვე რეალურად არსებობს საფრთხე, ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესი, რაც ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება“, – აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ