პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე, საქართველო

4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ.
„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.