პაატა ბურჭულაძე – უნდა მოვითხოვოთ „ოცნების“ 6 წევრის დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში – ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი

გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ აქციაზე შეკრებილებისთვის დეკლარაციის გაცნობისას განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქვეყნის პრემიერის ირაკლი კობახიძის დაპატიმრება.
„გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ ექვს ადამიანზე, ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს და მოვითხოვოთ მათი სასწრაფო დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან