პაატა ბურჭულაძე – სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე

სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე, – ამის შესახებ მომღერალ პაატა ბურჭულაძის საახალწლო მილოცვაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ახალი წელს ულოცავს ყველას, ვისაც სჯერა, რომ 2026 წელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლთათვის გამარჯვების მომტანი იქნება.
“ახალი წლის დადგომა მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საამაყო მებრძოლებს, სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე ხვდება იმედით ახალი წლის ათვლას და სჯერა, რომ 2026 წელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლთათვის გამარჯვების მომტანი იქნება!სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი – ღალატზე! ძალა ერთობაშია!ბოლომდე!”, – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ