პაატა ბურჭულაძე – მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად – ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ხმა არ მოვაპარვინოთ ამ მავნებლებს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ხმა არ მოვაპარვინოთ ამ, რბილად რომ ვთქვათ, მავნებლებს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.