პაატა ბურჭულაძე “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმეს

ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე 12 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. -ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლთან მიუტანეს, რომლის ამსახველი ვიდეო თავად პაატა ბურჭულაძემ ფეისბუქზე გაავრცელა.
პოლიციელმა მას უთხრა, რომ 12 თებერვალს, თბილისში, “პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა”, – რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ გუშინ საერთოდ არ ყოფილა, არამედ იგი იყო ოპერის წინ, სადაც მისივე იუბილისადმი მიძღვნილ მარშში მონაწილეობდა.
პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ “არ აღიარებს მათ მთავრობას”, თუმცა -ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.
ცოტა ხნით ადრე, ასევე 5000 ლარით დააჯარიმეს პარტია “ახალის” წევრი ნოდარ ჩაჩანიძე. პოლიციელები ჯარიმის ჩასაბარებლად მის სახლშიც მივიდნენ.
7 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა, რითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი