პაატა ბურჭულაძე: ბატონებო, უნდა გავერთიანდეთ, უნდა ვიმოქმედოთ

პაატა ბურჭულაძე “ქართული ოცნების” დამარცხების გზას ერთიანობაში ხედავს – მსოფლიო ბანი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს და ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.

პაატა ბურჭულაძის შეფასებით, გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მოქალაქეებმა ჯგუფ-ჯგუფად რეგიონებში იარონ და ადამიანებს კარგად აუხსნან არსებული სიტუაცია იმის თაობაზე, რომ დღესდღეობით საქართველო პოლიტიკურ გზაგასაყარზე დგას.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ, აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ არავინ არ მოქმედებს. ბატონებო, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს აღარ არის იმისი დრო, რომ ვიძახოთ, ჩვენი გაერთიანება არის საჭირო… ჩვენ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. მე პირადად, ამ ზაფხულს არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ვრჩები საქართველოში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს ზაფხული საქართველოში გაატარონ, რადგან ჩვენ მთელ საქართველოში უნდა ვიმოძრაოთ.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს