პაატა ბურჭულაძეს კიდევ ორი, 5000-5000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს

პაატა ბურჭულაძეს, ქუჩის გადაკეტისთვის, კიდევ ორი 5000-5000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანი თავად წერს:
,,ამჯერად უფროსმა დეტექტივმა,ბატონმა თემურ ბერიაშვილმა მამცნო ჩემი დაჯარიმების შესახებ.
ხოლო სხვა უფროს დეტექტივს, მამუკა გიორგაშვილს, დაეზარა მოსვლა და თავის კოლეგას გამოატანა მეორე ჯარიმა.
იყო 3 და უცებ გახდა 5.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.”

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან