„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს აკრძალვებს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – გვანცა ჟორჟოლიანი

„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილი კანონპროექტი შეიცავს აკრძალვებს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – გვანცა ჟორჟოლიანი
იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ეთერში მსმენელის კითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ მიერ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ წარდგენილ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს წინასაარჩევნო ნაბიჯია და ელექტორატზე სამუშაოდ არის გამიზნული.
„ხელისუფლების გუნდმა ეტყობა გადაწყვიტა, რომ მათი ელექტორატი არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ოჯახური ტრადიციები არის მნიშვნელოვანი და ხელისუფლება ეროვნული პროპაგანდით იწყებს საარჩევნო კამპანიას და სწორედ ამისკენ არის მიმართული ის პაკეტი რაც წარადგინეს. თუმცა კანონპროექტი შეიცავს ბევრ ისეთ პუნქტს რომელიც უკვე არსებობს, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოჯახი აუცილებლად არის ქალისა და მამაკაცის ერთობლიობა, ასევე ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეეძლებათ შვილის აყვანაო, ეს ისედაც ასეა.
ეს პაკეტი მოიცავს ისეთ ჩამალულ აკრძალვებს, რომელიც მართლა ეხება დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც შედის საქართველოს შრომის კოდექსში არის ის, რომ „როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართული იქნება ბიოლოგიური სქესის უგულვებელყოფისაკენ,“ ეს არის თემა, როდესაც დამსაქმებელს პირდაპირ და ირიბად ეუბნება, რომ თავი შეიკავოს ისეთი პირის დასაქმებლისგან, რომელსაც არ აქვს ტრადიციული ორიენტაცია, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც და დისკრიმინაციის შესახებ კანონსაც.“ – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
გვანცა ჟორჟოლიანის განმარტებით მეორე აკრძალვა, რომელიც ამავე პაკეტში შეფუთეს არის გარკვეული შეზღუდვები მაუწყებლებზე, რომლებიც მაუწყებლებზე აწესებს შეზღუდვას და ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ