ოჯახური დავა მილიონებზე | გარდაცვლილი ბიზნესმენის ქვრივს მაზლი ქონებას ეცილება

ოჯახური დავა მილიონობით ევროზე – ფინანსური კონფლიქტი საფრანგეთში მცხოვრები ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. თენგიზ ჯაბუას ქვრივს მაზლი, თამაზ ჯაბუა ეცილება ქონებას. მხარეებს შორის დავა ერთი წელია მიმდინარეობს. ორივე მხარე საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.
ბიზნესმენი თენგიზ ჯაბუა კოვიდით გარდაიცვალა. ძმა თამაზ ჯაბუა კი რძალს ადანაშაულებს მის გარდაცვალებაში, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს.