ოჯახი, განსაკუთრებული სტუმარი და ულამაზესი წვეულება – ნინი გოგიჩაიშვილის დაბადების დღე დუბაიში – Marao

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო – ის 32 წლის გახდა. ნინი უკვე წლებია, დუბაიში ცხოვრობს და დაბადების დღეც სწორედ იქ აღნიშნა ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. წვეულებიდან კადრები ნინის დამ, ნანუკა გოგიჩაიშვილმა გააზიარა.
ნინი სტუმრებს რამდენიმე დღის მანძილზე მასპინძლობდა – საღამოს ვახშამსა და წვეულებას ერთი განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა, რომელიც დუბაიში საქართველოდან ჩავიდა – მშვენიერი გოგონების ასევე მშვენიერი ბებია, ნანა დათუნაშვილი. უამრავმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ნანუკასა და ნინის მხრიდან მის მიმართ გამოხატული სიყვარული და პატივისცემა შეუფასებელია.
ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა “მის საქართველო”. წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”.
“ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია…
არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს”, – ამბობდა ნინი წლების წინ.
დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას “Nini’s Diary” უძღვება. “Nini’s Diary – “ნინის დღიური” არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, “მის საქართველოს” – ნინი გოგიჩაიშვილის თვალით” – ვკითხულობთ მის აღწერაში.