ოჯახის ცნობით, აქციაზე დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი – დაკავებულთა რაოდენობა უცნობია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციისას დაკავებულთა შორის არის პოეტი ზვიად რატიანი.

ინფორმაციას რადიო თავისუფლებას რატიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ.

თუმცა მათთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაკავების საფუძველი, მუხლი, და ასევე ის, სად, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი.

რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შენგელია: დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ – უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, “ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა