ოჯახის სიწმინდის დღეს გორშიც აღნიშნავენ

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შიდა ქართლიდან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, -ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.