ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი .
მას შემდეგ, რაც მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
მანამდე კი, ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა.
ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა, მათ შორის ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავსა და ბათუმში. ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ