ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღევლინება.
პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
პარაკლისს ესწრებოდნენ ირაკლი , დედაქალაქის მერი , პარლამენტის თავმჯდომარე . ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები.
პარაკლისის შემდეგ ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ