ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ხაბეიშვილიც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაძევებების სერია გრძელდება – მერვე დეპუტატი, ვისაც დარბაზი დაატოვებინეს ა.
„თქვენ ხართ ჟანდარმები, კითხვის დასმაც კი არ გინდათ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ “ოცნების” დეპუტატები ოპოზიციონერებს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-სა და “სტრატეგია აღმაშენებელს”, ჯამში, 122 კითხვა ჰქონდათ მომზადებული.
„მზად ვართ მიუხედავად იმისა, რომ პრო0ვოკაციებს აწყობდნენ, კონსტრუქციულად განგვეხილა. ყველა მუხზე, სადაც კითხვას სვამდა ოპოზიციონერი, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ გაძევებენ, ამ კანონის მიღება არის კონკრეტული დავალება, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, ანრი ოახანაშვილმა რათ უნდა ეს კანონი, არ იცის, ეს დავალება არის უარი ევროკავშირზე, სხვა ამ კანონს, რომელსაც იღებენ, არანაირი ფუნქცია არ აქვს,” – ამბობს ხაბეიშვილი.
ამ ეტაპზე საკომიტეტო მოსმენას მხოლოდ 6 ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრება

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება