ოხანაშვილმა დარბაზი მეექვსე დეპუტატს, ქეთი თურაზაშვილსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, პარტია მოქალაქეების წევრს ქეთი თურაზაშვილს დაატოვებინა.
ქეთი თურაზაშვილი ს მიმართავდა, რა დროსაც, ანრი ოხანაშვილმა მას “მიკროფონის გარეშე საუბრის გამო”, დარბაზი დაატოვებინა.
“მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. ქალბატონო ქეთი, გაფრთხილებული ხართ. დატოვეთ სხდომათა დარბაზი”, – მიმართა ოხანაშვილმა თურაზაშვილს.
დარბაზის დატოვების შემდეგ ქეთი თურაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზს ატოვებენ იმის გამო, რომ არ აქვთ პასუხები მათ შეკითხვებზე.
“ნაცვლად იმისა, რომ მამუკა მდინარაძეს გაეცა ჩემს შეკითხვებზე პასუხი, რომელიც აბსოლუტურად რუსულ კანონთან დაკავშირებით იყო დასმული, მან დაიწყო ჩემი რეპლიკების შეფასება ძალადობასთან დაკავშირებით და ძალიან არ ესიამოვნათ, როდესაც მე ვთქვი, რომ ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, რაც ჩვენ ვნახეთ პოლიციის მხრიდან ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული წარმოუდგენელი ძალადობა. ისინი არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პასუხი არ აქვთ და დარბაზიდან გამოგვაძევეს იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ შეკითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ”, – თქვა თურაზაშვილმა.