ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხა კომიტეტიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ თინა ბოკუჩავაც გააძევა. ბოკუჩავა მე-13 დეპუტატია, რომელსაც ოხანაშვილის მითითებით დარბაზს ატოვებინებენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს დარბაზიდან ყველას, ვინც “რეგლამენტს არღვევს”.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ და ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დატოვეს.
