ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

ირაკლი მ განაცხადა, რომ ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
მისივე თქმით, ოხანაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ანალიტიკურ მუშაობას გაუძღვება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს. კობახიძემ მას მადლობა გადაუხადა სუს-ის უფროსის პოსტზე შესრულებული სამუშაოსთვის.