“დატოვეთ დარბაზი, პროვოკაციისთვის ხართ შემოსულები” – ანრი ოხანაშვილმა “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვა თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინა.
ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ რუსული და ქვეყნის დამღუპველი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებია. ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილების პასუხად კი, ოხანაშვილმა მოტივით, რომ მათთვის სიტყვის უფლება მიცემული არ ჰქონდა, ისინი დარბაზიდან გააძევა.
კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მანამდე სხდომიდან გააძევეს: ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე.