„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.
„როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
„ქართული ოცნება“ დელეგატებს წარადგენს ოცდაათივე საარჩევნო ოლქში. დღეს წარმოგიდგენთ 22 დელეგატს, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან რეგიონებში.
ესენი არიან:
დავით სონღულაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირაკლი ქადაგიშვილი – თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; არიან მოქმედი დეპუტატები, როგორც მოგეხსენებათ. რაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის ისტორიულ სოფლებს ირაკლი შატაკიშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი იქნება წარდგენილი. მარნეული-გარდაბანი ზაურ დარგალი რაც შეეხება, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქს, აქ იქნება ბოლნისის მოქმედი მერი წარდგენილი, ბატონი დავით შერაზადიშვილი ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ასევე მოქმედი დეპუტატი. ახალქალაქი-ნინოწმინდა- მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი იქნება წარდგენილი. მცხეთა-მთიანეთში ბატონი დიმიტრი ხუნდაძე იქნება დელეგატად წარდგენილი ჩვენს პროპორციულ სიაში. გორი-კასპი- გორის მოქმედი მერი, ბატონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება წარდგენილი კანდიდატად. ხაშური-ქარელი- მოქმედი დეპუტატი ზაზა დუგლაძე ქუთაისში, ასევე მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი. ზუგდიდში ჩვენი კანდიდატი დელეგატი იქნება დათო კოდუა, რომელიც არის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჩვენი გუნდის წევრია 2012 წლიდან. ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი გიორგი ხახუბია მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი. გურიაში, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური ბატონი ვასიკო ჩიგოგიძე იქნება ჩვენი კანდიდატი. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში ბატონი გოჩა ენუქიძე, ასევე მოქმედი დეპუტატი. ბათუმში არჩილ ბერიძე, რომელსაც თქვენ იცნობთ ჯგუფ „ალილოდან“, რომელიც არის „ალილოს“ სოლისტი, იქნება ბათუმში ჩვენი კანდიდატი. ქობულეთში წარმატებული ბიზნესმენი, ბატონი გია ჭყონია იქნება ჩვენი კანდიდატი. ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მოქმედი დეპუტატი.
ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, მათ დავასახელებთ უახლოეს დღეებში“