“ოცნების” 10 ცინიკური დაპირება – ლევან ცუცქირიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “ქართულ ოცნებას“ 12 წლიანი მმართველობის თავზე შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და თქვა:
დღეს ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შეახსენა, რომ 12 წელი გავიდა, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რისთვის გააკეთა ეს. ქართველები ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ 12 წელი არის ძალიან ბევრი, ეს არის 4 ათას დღეზე მეტი, ხელისუფლებაში ყოფნისთვის და მეორე, იმაზეც ვთანხმდებით, რომ ეს 12 წელიწადი იყო მათ მიერ მოცემული დაპირებების არ შესრულება – ანუ შეუსრულებელი დაპირებების 12 წელი. ჩვენ დავთვალეთ მათი დაპირებები და ვებ-გვერდზეც არის გამოქვეყნებული. მინდა, რამდენიმე წაგიკითხოთ, რათა მიხვდეთ, რომ მათ დაპირებებს ქაღალდების ფასი აქვს. პირველი – უფასო ფული, მიიღებთ გრძელვადიან უფასო ფულს, უპროცენტი კრედიტები იქნება, 10-წლიანი და 20-წლიანი. მეორე – 100 ქარხანა, არ შესრულდა ესეც, რა თქმა უნდა. მესამე – კომუნალური გადასახადების შემცირება, “არსებული გადასახადების შემცირება ხვალიდანვე შეიძლება, ამბობდა ის 2012 წელს.“ მეოთხე – საწვავის გაიაფება. მეხუთე – 5 მილიონი თითო სოფელს. მეექვსე- სოფლის მეურნეობის აღორძინება. მეშვიდე – ევროკავშირში ინტეგრაცია – ის ამბობდა : გაძლევთ პრიობას, რომ ყველა წინააღდმეგობას გადავლახავთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მერვე – ჭეშმარიტი დემოკრატია. მეცხრე – ემიგრანტებს დაბრუნება – ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს გაქცეულ და გგადაკარგულ მოქალაქეებს, რამდენადაც მათ აქ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ, აცხადებდა ის. მეათე – ვერცერთი ჩინოვნიკი, ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად. ეს არის ცინიკური დაპირებები, რომლებიც „ოცნებამ“ და ივანიშვილმა მისცა საზოგადოებას 2012 წელს და 4 ათას დღეზე მეტია გრძელდება. საბედნიეროდ, არსებობს არჩევანი და თქვენ ძალიან მალე შეგიძლიათ ხმა მისცეთ ნამდვილ, დემოკრატიულ მრავალპარტიულ კოლიციას “ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს