„ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებაზე კანონპროექტს ამ კვირაში აშშ-ის სენატშიც წარადგენენ

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
შეერთებული შტატების სენატი, წარმომადგენელთა პალატაში “მეგობარი” აქტის შესაძლო ინიცირების პარალელურად, საქართველოსთან დაკვაშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს. ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან.
“ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქართველი ხალხის აქტი “ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაწინაურებასა ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს”, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
“ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.
“მათ შორის, პირველი:
· განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:
· სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის. ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოთხრაში და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
· სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
· -საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას.”,
ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმამ” იხილა.
სენატორების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას.
“მეორე ნაწილი:
· ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
· გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
· ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
· მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად”.
კანონპროექტის ინიცირება, სენატში ამ კვირაში მოხდება. მასზე საუბრისას, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.
„როგორც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის მხარდამჭერი, ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით და ქვეყანაში პოლიტიკური მიმართულების სწრაფი ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს“, – თქვა შაჰინმა.
„კანონმდებლობა, რომელსაც მე და სენატორი რიში წარვადგენთ, აწესებს სერიოზულ ზომებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პოლიტიკის ცვლილებაზე და გადახედავს აშშ-ს დახმარებას ქვეყნისთვის, ის ასევე ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ”, – თქვა მან.
· ზახაროვას შეფასებით, დასავლეთი საქართველოს აშანტაჟებს და სუვერენიტეტში ერევა
· როგორ იქცა ერთ დროს მოკავშირე საქართველოს მთავრობა აშშ-ს მოქიშპედ | იან კელი, დევიდ კრამერი
· დავით გამყრელიძე “ქართულ ოცნებას” და საზოგადოებას მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს