“ოცნების” ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს “ტრიო” დაიშალა – ანა ბუჩუკური

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, სთან დაკავშირებით მოსაზრებებზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კვლავ გრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ორბანის განცხადებები საქართველოზეც უარყოფითად აისახება.
ამასთან, ოპოზიციაში ამბობენ, მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ ე.წ. ტრიო დაიშალა.
“ოცნების” ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოება შეაგუოს, რომ თითქოს “ტრიო”[საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] დაიშალა. როგორც ჩანს, “ოცნებას” წინასწარ უნდა გადააზღვიოს, რომ ისინი არანაირი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. ამას ემსახურება მათი მხრიდან “ტრიოს” დაშლაზე აქცენტის გადატანა.
რაც შეეხება სტატუსს – სტატუსი ამ ქვეყანას უკვე მიღებული აქვს,” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია