“ოცნების” წევრები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების“ წევრები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ს აკრიტიკებენ, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
კერძოდ, მიუნხენის კონფერენციაზე და რადოსლავ სიკორსკი ერთსა და იმავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ მას შეუძლია სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მისთვის რადოსლავ სიკორსკის განცხადება მიუღებელია და პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი „ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს“.
„რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის იმ ფარგლებში. მე ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტი რას იზამს, ამის წინასწარ პროგნოზირება არ შემიძლია. უბრალოდ, თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ – სააკაშვილის შეწყალება, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს. ეს მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს.
რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი. პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით კი, ერთი მხარეს სიკორსკისა და სააკაშვილის მეგობრობაა, მეორე მხარე არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. მან სიკორსკის მოუწოდა, რომ პირადმა ურთიერთობებმა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ უნდა გადაწონოს.
„ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომ ამ შემთხვევაში პირადმა ურთიერთობამ არ უნდა გადაწონოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. თუმცა იმავე განცხადებაში სიკორსკის ნათქვამი აქვს, რომ ის პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და შესაბამისად, უბრალოდ, პრეზიდენტს სთხოვს გამოიყენოს შესაძლებლობა. მას არ უთქვამს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არის, ან პრეზიდენტი არ იყენებს მის შესაძლებლობას, რომელიც აქვს, ან სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ს მიმართ მოპყრობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს. როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა, გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, – მიმართა რადოსლავ სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე.