ოცნების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან მისვლის ნაცვლად, სამებაში მივიდნენ

ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. ოცნების პრემიერმინისტრი ამას იმით განმარტავს, რომ რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები “პროვოკაციებს” ცდილობდნენ.
“თქვენ ხედავთ, რომ გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, ეს კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ამას ჩვენ ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მას სცენარს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში. უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ვიტყვი, რაც დავწერე – ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართულ არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ”- თქვა მ.
დღს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.