„ოცნების“ შტაბთან აქციიდან ერთი ადამიანი „განარიდეს“ [განახლებული]

დღეს საღამოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დემონსტრაციის პარალელურად თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მიმდინარეობისას ერთი მოქალაქე პოლიციელებმა გაიყვანეს.
დაზუსტება: ინფორმაცია განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრისგან მიღებული პასუხით. -ის ცნობით, მოქალაქე არ არის დაკავებული.
როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის ეს მონაწილე იყო ზურაბ აბაევი.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ -ს არავინ დაუკავებია და მოქალაქე პოლიციამ ვითარებას განარიდა.
მანამდე რადიო თავისუფლებას უწყებაში დაუდასტურეს, რომ საარჩევნო შტაბთან სარეკლამო ბანერების დაზიანებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც – დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს