“ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები – კახა კალაძეს ლილოს მოსახლეობა ტყუილში ამხელს (ვიდეო)

ლილოს დასახლებაში და მიმდებარე სოფლებში ცხოვრება გაუსაძლისია. მავნე აირები, რომელიც სოფლებში ნაგავსაყრელიდან ვრცელდება, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. მთელს ტერიტორიაზე მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაა, ნაგვის ნარჩენები კი სოფლებშია მიმოფანტული. მოსახლეობა ნაგავსაყრელის დაკონსერვებას წლებია ითხოვს, მაგრამ არავინ რეაგირებს. მერია მხოლოდ დაპირებებს გასცემს, მილიონიან ტენდერებს აცხადებს, მაგრამ პრობლემას ვერ აგვარებს.

ლილოს ნაგავსაყრელზე, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არსებულ პრობლემას მოაგვარებდა, ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა აშენებულიყო. მერიამ ამისთვის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით შეთანხმება ჩაიშალა და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ფაქტობრივად უარი თქვა.

კომპანია  “კატეევე ჯორჯიას“ დირექტორი, ვაჟა სამადბეგიშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერიას საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგება არ სურს და მათი ინტერესი მხოლოდ ფინანსური ნაწილია.

ს  და “ქართულ ოცნებას“ შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა დღეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.